ევროვიზიის ქართველი მონაწილეების კლიპის პრემიერა - „ირიაოს“ „შენი გულისთვის“
ევროვიზიის ქართველი მონაწილეების კლიპის პრემიერა - „ირიაოს“ „შენი გულისთვის“ პირველი არხის ეთერში ევროვიზიის ქართველი მონაწილეების, ჯგუფ „ირიაოს“ საკონკურსო სიმღერისა და კლიპის პრემიერა შედგა. საქართველოს ევროკონკურსზე ჯაზბენდი „ირიაო“ სიმღერით – „შენი გულისთვის“ 10 მაისს წარადგენს. სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი, ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. ვიდეოკლიპის გადასაღებ მოედნად რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა საგურამოში, ისტორიული ლოკაცია – პირველი კოსმოსური ობიექტი შეარჩია. კლიპის დიზაინერი მეგი გაბუნიაა. კლიპში „ირიაოს“ წევრებთან ერთად, ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებიც მონაწილეობენ. კლიპი ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზეც აიტვირთება.