გრიგოლ ყიფშიძემ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა
2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელმა გრიგოლ ყიფშიძემ, სიმღერით „გულის ხმა“ მეორე ადგილი დაიკავა.
კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი გახდა.
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-15 კონკურსს საქართველომ უმასპინძლა. კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.