11 მაისს, 23:00 საათზე, "ევროვიზია 2017", მეორე ნახევარფინალი - პირდაპირი ტრანსლაცია კიევიდან პირველ საზოგადოებრივზე
ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს მეორე ნახევარფინალი 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.9, 11 და13 მაისს, 23:00 საათზე, „ევროვიზია 2017“ პირველი არხის პირდაპირ ეთერშია.
თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში მე-2 ნომრად გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.