საქართველოს წარმატებული ევროსტარტი - ექსკლუზიური კადრები კულისებიდან
ევროვიზია 2017-ზე საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე მეორე ნომრით გამოვიდა. მის გამოსვლას დარბაზი ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდა. ქართველი მომღერლის გამოსვლას კულისებში თვალყურს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები და თაყვანისმცემლები ადევნებდნენ.
"მოამბე" ევროვიზიის კულისებიდან ექსკლუზიურ კადრებს გთავაზობთ. ვიდეოკადრებში ევროვიზიის სცენამდე გასვლის მოსამზადებელი პერიოდია დაფიქსირებული.