საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

პირველი არხი საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

პირველი არხი 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. წელს კონკურსში საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ავტორებმა და კომპოზიტორებმა ელ.მისამართზე junioreurovision@gpb.ge უნდა გამოაგზავნონ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერა და ავტობიოგრაფია.

სიმღერის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

განაცხადები მიიღება - 12-დან  25 სექტემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ eurovision-georgia.ge; დაგვიკავშირდით - 2409110.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მეთხუთმეტე კონკურსი საქართველოში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება.