საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმბოლოსა და სლოგანის პრეზენტაცია კიევში გაიმართა

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს.

კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც 2017 წლის ევროფესტივალის ფინალისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სლოგანი: „ანათე“ (Shine Bright) წარადგინეს.

წლევანდელი ღონისძიების მთავარ გზავნილს „ანათე“ თან ახლავს კრეატიული სიმბოლოს დიზაინი, რომელიც სეგმენტირებული მზის კონცეფციას ეფუძნება, მზის გამოსახულება სხვადასხვა ფერად არის დაყოფილი, რაც მას უფრო გამომსახველს ხდის.

ახალი სლოგანი და ღონისძიების მხატვრული გაფორმება სტუმრებს ქართული კულტურის შესახებ შეუქმნის წარმოდგენას, ასევე ხელს შეუწყობს მონაწილეების, რომლებიც მოგვიანებით გამოვლინდებიან, შემოქმედებითი პოტენციალისა და კრეატიული მიდგომის წარმოჩენას.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს მესამედ გახდა და მონაწილე ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი, ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია.

საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად 2008 წელს გაიმარჯვა, როცა ჯგუფმა "ბზიკებმა" პირველი ადგილი დაიმსახურა. მეორედ, 2011 წელს ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა.

„საბავშვო ევროვიზიის კონკურსი შექმნილია იმისთვის, რომ ახალგაზრდა არტისტებს მისცეს საშუალება იბრწყინონ სცენაზე და თავიანთი პოტენციალი სრულად წარმოაჩინონ. წლევანდელი სლოგანი ამ მიზნის სრული ხორცშესხმაა. ჩვენ მოხარული ვართ ვითანამშრომლოთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მოუთმენლად ველით მივესალმოთ და მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა ტალანტებს“, - განაცხადა EBU-ს წარმომადგენელმა ჯონ ოლა სენდიმ.

„საქართველოში მუსიკა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და დღემდე ბავშვებისთვის საგანმანათლებლო საშუალებად მოიაზრება. საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობა დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის; ბედნიერი ვართ, რომ შეგვიძლია სტუმრებს გავუზიაროთ ჩვენი კულტურა და ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ ბავშვებს მივცეთ საშუალება წელს თბილისში ანათონ“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, სერგი გვარჯალაძემ.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კრეატიული კონცეფცია კონკურსის შედეგად შეირჩა და მისი ავტორი კომპანია Saatchi&Saatchi-ია. ლოგოს ფერადი ნათება მრავალფეროვნებისა და სიხარულის სიმბოლოა და მუსიკის ძალასთან ასოცირდება.

„ეს სიმბოლო მზიანი საქართველოდან არის, იმედი გვაქვს ის გააძლიერებს კონკურსის მონაწილეებს და შთააგონებს ანათონ“, - ამბობს კომპანიის Saatchi&Saatchi არტ დირექტორი ლუკა ივანიძე.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს ჩატარდება.


საბავშვო ევროვიზია 2017 - შიდაშესარჩევი კონკურსი
საბავშვო ევროვიზია 2017 - სავიზიტო ვიდეორგოლები
ევროვიზია 2017- თამარა გაჩეჩილაძე
ევროვიზია 2017 - ეროვნული კონკურსი
ევროვიზია 2017
მარიამ მამადაშვილი - საბავშვო ევროვიზია 2016
ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz - ევროვიზია 2016
"ვირუსის" - საბავშვო ევროვიზია 2015
ნინა სუბლატი - ევროვიზია 2015
Lizi-Pop - საბავშვო ევროვიზია 2014
The Shin & მარიკო - ევროვიზია 2014
The Smile Shop - საბავშვო ევროვიზია 2013
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი - ევროვიზია 2013
The FunKids - საბავშვო ევროვიზია 2012
ანრი ჯოხაძე - ევროვიზია 2012
ლიზი რამიშვილი - ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსი 2012
ჯგუფი Eldrine- ევროვიზია 2011
Candy - საბავშვო ევროვიზია 2011
სოფო ნიჟარაძე - ევროვიზია 2010
მარიამ კახელიშვილი - საბავშვო ევროვიზია 2010
სტეფანე და 3G - ევროვიზია 2009
PRINCESSES - საბავშვო ევროვიზია 2009
დიანა ღურწკაია - ევროვიზია 2008
"ბზიკები" - საბავშვო ევროვიზია 2008
სოფო ხალვაში - ევროვიზია 2007
მარიამ რომელაშვილი - საბავშვო ევროვიზია 2007