EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

26 ნოემბერს სცენაზე მაყურებელი საბავშვო ევროვიზიის სახეებს იხილავს

საბავშვო ევროვიზიის ინტერვალ-აქტზე ჯგუფი „ვირუსი" იმღერებს. გიგა კუხიანიძემ სპეციალურად მათთვის ახალი სიმღერა დაწერა, სახელწოდებით „აცაბაცა“, რომლის პრემიერაც 26 ნოემბერს შედგება.

ჯგუფ „ვირუსის“ გარდა, მაყურებელი ასევე საბავშვო ევროვიზიის სხვა მონაწილეებსაც იხილავს, რომლებიც სცენაზე ლიზი პოპთან და ელენე კალანდაძესთან ერთად გამოჩდებიან. „ბზიკები“ და „ქენდის" გოგონები ბექ-ვოკალები იქნებიან, როდესაც წამყვანები გიგა კუხიანიძის მიერ ასევე სპეციალურად დაწერილ სიმღერას შეასრულებენ. 

საიუბილეო, საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღეებს.