EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პრესცენტრი 21 ნოემბერს გაიხსნება; პრესისთვის აკრედიტაციის გაცემა 20 ნოემბერს დაიწყება

20 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფარგლებში პრესისთვის აკრედიტაციის გაცემა დაიწყება. აკრედიტაციის მიღება პრესის წარმომადგენლებს ყოველდღე 09:00-დან 17:00 საათამდე შეეძლებათ.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პრესცენტრი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 21 ნოემბრიდან გაიხსნება და ყოველდღე 09:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო 26 ნოემბერს 09:00-დან 00:00 საათამდე იმუშავებს.