EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

20 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია - წითელი ხალიჩა გაიმართება

20 ნოემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია-წითელი ხალიჩა გაიმართება. გახსნის ღონისძიებაში საბავშვო ევროვიზიის 16 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაირკვევა, რა ნომრით წარდგება ქართველი კონკურსანტი საბავშვო ევროვიზიაზე. ამასთან, ცნობილი გახდება, ვინ იქნება პირველი გამომსვლელი შოუზე და ვინ დახურავს წლევანდელ საბავშვო ევროვიზიას.

გახნის ცერემონიაზე საბავშვო ევროვიზიაზე სხვადასხვა წელს საქართველოს  წარმომადგენლები და გამარჯვებულები იმღერებენ, ასევე სუხიშვილების ახალი თაობა კონცერტს გამართავს.