EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

მზადება საბავშვო ევროვიზიისთვის - ფოტოამბავი

საბავშვო ევროვიზიის გრანდიოზული კონკურსი 26 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

საბავშვო ევროვიზია 20 ქვეყანაში იქნება ტრანსლირებული. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონკურსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონკურსში ინტეგრირებული იქნება მინი-ვიდეორგოლები საქართველოს შესახებ, რომლებიც სპეციალურად დამზადდა ევროვიზიისთვის და, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, ევროვიზია ერთი და ორი კონცერტით არ სრულდება, ეს არის კომპლექსური ღონისძიებები, რომელიც 19 ნოემბერს დაიწყება და 26 ნოემბერს დასრულდება.