EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ბოლო დეტალების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება

17 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ბოლო დეტალების და დასკვნითი სამუშაოების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. 

პრესკონფერენციას დაესწრებიან 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აღმასრულებელი პროდიუსერი - სერგი გვარჯალაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის და კომუნიკაციების დირექტორი- თინათინ ბერძენიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - გიორგი ჩოგოვაძე, კონკურსის კრეატიული რეჟისორი - გორდონ ბონელო და შოუს წამყვანები: ლიზი ჯაფარიძე და ელენე კალანდაძე. 

ჟურნალისტებს პირველად  ექნებათ საშუალება დაათვალიერონ საკონცერტო დარბაზი რეჟისორთან ერთად, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.