EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 16 ნოემბერს დაიწყება

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ბილეთების გაყიდვა 16 ნოემბერს 10:00 საათზე დაიწყება. მსურველებს მათი შეძენა ელექტრონული სახით tkt.ge და თბილისის საკონცერტო დარბაზში 10 და 15 ლარად შეეძლებათ.
 
26 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საბავშვო ევროვიზიის გრანდიოზული კონკურსი გაიმართება, მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.