EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ბილეთების გაყიდვა 16 ნოემბერს დაიწყება

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ბილეთების გაყიდვა 16 ნოემბერს 10:00 საათზე დაიწყება და მსურველებს მისი შეძენა ელექტრონულად ვებპორტალზე tkt.ge და თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროში 10 და 15 ლარად შეეძლებათ.

საბავშვო ევროვიზიის გრანდიოზული კონკურსი 26 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.