საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზიის გენერალური რეპეტიცია 25 ნოემბერს გაიმართება

საბავშვო ევროვიზიის სამზადისი დასკვნით ეტაპზეა. დაწყებულია მთავარი სცენის ტექნიკური მოწყობა.

დღეიდან დაიწყო ბილეთების გაყიდვა გენერალური რეპეტიციაზე დასწრების მსურველთათვისაც. ბილეთები იყიდება ვებპორტალზე tkt.ge და თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში.

შოუს გენერალური რეპეტიცია 25 ნოემბერს გაიმართება და იდენტური იქნება მთავარი ღონისძიების, რომელიც 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

საბავშვო ევროვიზიის ფინალური ღონისძიება თბილისში წელს პირველად ტარდება და 18 ქვეყანაში პირდაპირ ეთერში გადაიცემა.