საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზიის კონკურსის გენერალურ რეპეტიციაზე დასასწრები ბილეთები 6 ნოემბრიდან გაიყიდება

25 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საბავშვო ევროვიზიის გენერალურ რეპეტიცია-კონცერტზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება პირველმა შეაფასოს კონკურსანტები 16 ქვეყნიდან.

გენერალური რეპეტეცია ლაივ რეჟიმში მიმდინარეობს და ანალოგიურია მთავარი შოუს, რომელიც 26 ნოემბერს გაიმართება. სწორედ ამ გენერალური რეპეტიციის მიხედვით, ყველა მონაწილე ქვეყანაში ჟიური აფასებს კონკურსანტებს, რომლის შედეგსაც მაყურებელი უკვე 26 ნოემბერს იხილავს პირდაპირ ეთერში.

საბავშვო ევროვიზიის გენერალურ რეპეტიციაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 6 ნოემბრიდან დაიწყება. ბილეთი 3, 5 და 10 ლარი ეღირება.