საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსის ბილეთების გაყიდვა იწყება

29 ოქტომბრიდან 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ბილეთების გაყიდვა დაიწყება. პირველ ეტაპზე 26 ნოემბრის ლაივ კონცერტის ფეხზე დასადგომი ბილეთების (ფასი-5 ლარი) და  25 ნოემბრის გენერალურ რეპეტიციაზე დასასწრები, ასევე ფეხზე დასადგომი ბილეთების (ფასი 3 ლარი) შეძენა იქნება შესაძლებელი. დასაჯდომი ბილეთების გაყიდვა დაიწყება მეორე ეტაპზე.

ბილეთები გაიყიდება ელექტრონული სახით tkt.ge-ze და თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში. 

26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზია 2017თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და მასში მონაწილეობას  16 ქვეყნის წარმომადგენელი  მიიღებს!