საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

პრესის აკრედიტაცია 2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე

მედიის წარმომადგენლებს რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ აკრედიტაცია 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა (12:00 CET)  შემდეგ ბმულზე:  www.eurovisionfamily.tv (რეგისტრაციის შემდეგ მიყვნენ ინსტრუქციას და მოითხოვონ შესაბამისი აკრედიტაცია).

შეგახსენებთ, რომ პრესის წარმომადგენლების აკრედიტაცია არ გულისხმობს უშუალოდ საბავშვო ევროვიზიის კონცერტზე დასწრებას (აკრედიტაცია არ არის კონცერტის ბილეთი). აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეეძლებათ მათი აკრედიტაციის შესამაბის ზონებში მუშაობა/გადადგილება.