საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის სიმღერის სასცენო ვერსიის გადაღებაზე მუშაობა მიმდინარეობს

პირველი არხი  საბავშვო ევროვიზია 2017-ის ქართველი კონკურსანტის, გრიგოლ ყიფშიძის სიმღერის სასცენო ვერსიის გადაღებაზე მუშაობს. 

სიმღერა, რომლითაც ქართველი მომღერალი მსმენელის წინაშე წარდგება, გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის. 

საბავშვო ევროვიზიას 2017 წელს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. კონკურსში მონაწილეობას ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. კონკურსის ჩატარების უფლება საქართველომ მას შემდეგ მოიპოვა, რაც გასულ წელს მალტაში საბავშვო ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული ქართველი მომღერალი მარიამ მამადაშვილი გახდა.

გრიგოლ ყიფშიძის სიმღერის სასცენო ვერსიის პრემიერა პირველი არხის ეთერში რამდენიმე დღეში შედგება.