საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზიის წარმომადგენლები ევროფესტივალის საორგანიზაცო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ

ევროფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი თბილისს ეწვია და 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ორგანიზატორებთან შეხვედრა გამართა. 

სამი გამარჯვების შემდეგ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. 

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. 

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა.

„შეხვედრაზე გავმართეთ მართვითი ჯგუფის შემადგენლობასთან. განვიხილეთ მიმდინარე პროცესები, ინფორმაცია მივაწოდეთ ჯგუფს იმის შესახებ, თუ რა სტადიაში ვართ ამჟამად. განვიხილეთ ასევე მარკეტინგული საკითხები, როგორ გავაშუქებთ ამას საერთაშორისო ბაზარზე. საუბარი იყო ტრანსპორტირებისა და უსაფრთხოების საკითხებზეც. ასევე სოციალურ პროგრამებსა და იმ სპონსორების შესახებ, რომლებიც გვეხმარებიან და მონაწილეობას იღებენ ამ პროექტში. გავაცანით ჯგუფს ის დარბაზიც, რომელშიც გახსნითი ღონისძიება უნდა ჩატარდეს. საუბარია საპარლამენტო ბიბლიოთეკის დარბაზზე", - განაცხადა საბავშვო ევროვიზიის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ.