საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

რიგით 62-ე ევროფესტივალის ფინალამდე რამდენიმე საათი რჩება

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 13 მაისს გაიმართება. შოუს პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ეთერში 23:00 საათიდან დაიწყება.

ევროფესტივალის ფინალისტების სცენაზე გამოსვლის რიგითობა შოუს პროდიუსერებმა განსაზღვრეს. ქვეყნების თანმიმდევრობა ასეთია: 

1.ისრაელი

2.პოლონეთი

3.ბელარუსი

4.ავსტრია

5.სომხეთი

6.ნიდერლანდები

7.მოლდოვა

8.უნგრეთი

9.იტალია

10.დანია

11.პორტუგალია

12.აზერბაიჯანი

13.ხორვატია

14.ავსტრალია

15.საბერძნეთი

16.ესპანეთი

17.ნორვეგია

18.დიდი ბრიტანეთი

19.კვიპროსი

20.რუმინეთი

21.გერმანია

22.უკრაინა

23.ბელგია

24.შვედეთი

25.ბულგარეთი

26.საფრანგეთი

ნიკა კოჩაროვი 2017 წლის ევროვიზიის კონკურსის ფინალში, 13 მაისს, ევროპას გააცნობს - საქართველოდან ჟიურის ხმის მიცემის შედეგს.

კონკურსის დასასრულს გამარჯვებული გამოვლინდება. ქვეყანა, რომელსაც გამარჯვებული წარმოადგენს რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.

თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.