საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი კიევში ჩატარდა - ფინალისტების სრული სია ცნობილია

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ფინალისტების სრული სია უკვე ცნობილია. მეორე ნახევარფინალური ტური კიევში 11 მაისს გაიმართა. 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: ბულგარეთი, ბელარუსი, ხორვატია, უნგრეთი, დანია, ისრაელი, რუმინეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, ავსტრია.

9 მაისს, ევროვიზიის პირველი ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნებიდან ფინალში გადავიდნენ: მოლდოვა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სომხეთი, ავსტრალია, კვიპროსი, ბელგია.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩა.  

ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი 13 მაისს ჩატარდება და კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ქვეყანა, რომელსაც გამარჯვებული წარმოადგენს რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.

თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.