საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართება

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალური ტური კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 11 მაისს გაიმართება. შოუს პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ეთერში 23:00 საათიდან დაიწყება.

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნებია:

სერბეთი
ავსტრია
მაკედონია
მალტა
რუმინეთი
ნიდერლანდები
უნგრეთი
დანია
ირლანდია
სან მარინო
ხორვატია
ნორვეგია
შვეიცარია
ბელარუსი
ბულგარეთი
ლიტვა
ესტონეთი
ისრაელი

მეორე ნახევარფინალის კონკურსანტებიდან ფინალში 10 მათგანი, ჟიურისა და მაყურებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ხმის მიცემის შედეგად, გადავა.  

ევროვიზიის პირველი ნახევარფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 9 მაისს გაიმართა.

თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში მე-2 ნომრად გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.

პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: მოლდოვა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სომხეთი, ავსტრალია, კვიპროსი, ბელგია.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა.  

ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი 13 მაისს ჩატარდება და კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ქვეყანა, რომელსაც გამარჯვებული წარმოადგენს რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.