კიევში „ევროვიზია 2017“ ოფიციალურად გაიხსნა - ქართულმა დელეგაციამ წითელ ხალიჩაზე ჩაიარა
7 მაისს, კიევში „ევროვიზია 2017“ ოფიციალურად გაიხსნა. ტრადიციულად, გახსნის ცერემონიის დაწყებამდე ევროფესტივალის მონაწილეებს წითელ ხალიჩაზე ხვდებიან.
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი - თამარა გაჩეჩილაძე, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, წითელ ხალიჩაზე გულშემატკივრებისა და მედიის წინაშე უკვე წარდგა.
რიგით 62-ე ევროფესტივალის 42 მონაწილის მიღება წითელ ხალიჩაზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს. საკონკურსო სიმღერის Keep the Faith მუსიკის ავტორია ანრი ჯოხაძე, ხოლო ტექსტის თამარა გაჩეჩილაძე.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ჩატარდება. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. 9, 11 და13 მაისს, 23:00 საათზე, „ევროვიზია 2017“ პირველი არხის პირდაპირ ეთერშია.