EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

„ევროვიზია 2017“ - უკრაინაში საქართველოს საელჩომ ჟურნალისტებს თამარა გაჩეჩილაძე წარუდგინა

უკრაინაში საქართველოს საელჩომ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლებს ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი თამარა გაჩეჩილაძე წარუდგინა. 

მომღერალმა ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა. მომღერალი თამარა გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, კიევში მეორე ნომრად იმღერებს. 

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. 

9, 11 და13 მაისს, 23:00 საათზე, ევროვიზია 2017 პირველი არხის პირდაპირ ეთერშია