EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

თამარა გაჩეჩილაძე საქართველოს საელჩოში უკრაინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე უკრაინაში საქართველოს საელჩოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დღეს შეხვდება. „ევროვიზია 2017-ის“ ქართველი მონაწილე საქართველოს ელჩთან უკრაინაში, მიხეილ უკლებასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. 

გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს. საკონკურსო სიმღერის Keep the Faith მუსიკის ავტორია ანრი ჯოხაძე, ხოლო ტექსტის თამარა გაჩეჩილაძე.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს (რუსეთი კონკურსს გამოეთიშა). 

შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. 9, 11 და13 მაისს, 23:00 საათზე, „ევროვიზია 2017“ პირველი არხის პირდაპირ ეთერშია.