EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

„ევროვიზია 2017-ის“ ქართველმა მონაწილემ პირველი რეპეტიცია გაიარა

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელმა თამარა გაჩეჩილაძემ კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, ევროფესტივალის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა. ქართველი კონკურსანტის სცენოგრაფიაზე ცნობილი შვედი რეჟისორი საშა ჟან-ბაპტისტი მუშაობდა.

გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს. საკონკურსო სიმღერის Keep the Faith მუსიკის ავტორია ანრი ჯოხაძე, ხოლო ტექსტის თამარა გაჩეჩილაძე.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს (რუსეთი კონკურსს გამოეთიშა). 

შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. 9, 11 და13 მაისს, 23:00 საათზე, „ევროვიზია 2017“ პირველი არხის პირდაპირ ეთერშია.

კულისებში - თამარა პირველ რეპეტიციამდე


(eurovision.tv)