EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზია 2017 - საქართველოს დელეგაცია კიევშია, თამარა გაჩეჩილაძე საკონკურსო სიმღერას 9 მაისს შეასრულებს

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე, ქართულ დელეგაციასთან ერთად, კიევში, 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გაემგზავრა. 

ქართველი მონაწილე კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში პირველ რეპეტიციას 30 აპრილს გაივლის. მოგვიანებით კი პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს. 

ევროვიზიის ნახევარფინალური და ფინალური ტურები  9, 11 და 13 მაისს გაიმართება, უკვე ცნობილია, რომ სიმღერას Keep the Faith  თამარა გაჩეჩილაძე 9 მაისს შეასრულებს.  

პირველი არხი შოუს ყველა კონცერტის ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.