საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

თამარა გაჩეჩილაძე ევროფესტივალზე ხუთი ბექ-ვოკალისტის თანხლებით წარდგება

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ქართველი მონაწილე თამარა გაჩეჩილაძე სცენაზე ხუთი ბექ-ვოკალისტის - მარიამ აკობიას, მარიამ ჯომარდიძის, ნათია ოქრუაშვილის, გიორგი ცხვარიაშვილისა და გური პასიკაშვილის თანხლებით წარდგება.

მარიამ აკობია
2007 - "ანა-ბანა“
2008/2009 - საბავშვო ევროვიზიის ეროვნული კონკურსი
2009 - "ქოლგა", უკრაინა
2011 - "ნიჭიერი"
2013 - "ახალი ხმა“
2016 - "X ფაქტორი"
ტელეკომპანია "იმედი", გადაცემა "ახალი ხმა" - ბექ-ვოკალისტი
ჰყავს საკუთარი მუსიკალური ბენდი, მუშაობს სხვადასხვა კლუბებში

მარიამ ჯომარდიძე
2013/2015 - ტელეკომპანია "იმედი", კონკურსი "ორი ვარსკვლავი" - ბექ-ვოკალისტი
2012 - ტელეკომპანია "რუსთავი 2", გადაცემა "ნიჭიერი"- ბექ-ვოკალისტი
2012 - ტელეკომპანია "მაესტრო",სატელევიზიო შოუ "მაგთიფანი" - ბექ-ვოკალისტი
2011 - სატელევიზიო კონკურსი "ჯეოსტარი" - მესამე ადგილის მფლობელი
2010 - "5 ვეგას" მფლობელი
2009 - სატელევიზიო კონკურსი "ხმა საქართველოდან" - გამარჯვებული
2009 - გოგი დოლიძის სახელობის კონკურსი - ლაურეატი
2008 - ნანი ბრეგვაძის სახელობის კონკურსი - მეორე ადგილის მფლობელი
2007 - საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალისტი
2006 - კონკური "ანშლაგი" - გამარჯვებული
2005 - სატელევიზიო კონკურსი "იმედის მტრედები" - პირველი ადგილის მფლობელი
1999 - კონკური "ძეკინოდორო" - გამარჯვებული
1997 - საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო კონკურსი "თალპიონი" - გამარჯვებული


ნათია ოქრუაშვილი
2014/2015 - "რუსთავი 2" - ბექ-ვოკალისტი
2015 - ბავშვთა ვოკალური სტუდია "ჩიკო" - ხელმძღვანელის ასისტენტი, გუნდის პედაგოგი
2016/2017 - თბილისის საახალწლო კონცერტი - ბექ-ვოკალისტი
2015 - გია ყანჩელის კონცერტი - ბექ-ვოკალისტი
2016 - მაია ჯაბუას კონცერტი - ბექ-ვოკალისტი
2016 - ქუთაისის დღეები, ბენდი Lost in music - პიანისტი, ბექ-ვოკალისტი
2015/2017 - ბენდი Urban Sound - პიანისტი, ბექ-ვოკალის ხელმძღვანელი
2017 - ბენდი Escape - პიანისტი, ბექ-ვოკალისტი
2016 - "VII კავკაზ ჯაზ-ფესტივალი"
ლუვილის უნივერსიტეტის ჯეიმი ეიბერსოლდის ჯაზპროგრამის სერტიფიკატი (ვორქშოფში)
"გოგი დოლიძე 2006"
ანშლაგი - "ოქროს დისკი"
"მელოდია 2007"
"იმედის მტრედები"
"ანა-ბანა" - 2007, II სეზონი
"ნიჭიერი"
"პატრინოტი 2008"
2008/2009/2010 - საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსი

გიორგი ცხვარიაშვილი
1995/2003 - საბავშვო ვოკალური სტუდია "ლახტი"
2003-2008 - კვარტეტი "ბარძიმი"
2009  - "ჯეოსტარის" მონაწილე
2010 - "ბრავოს" მონაწილე
პროექტებში: "ჯეოსტარი", "ორი ვარსკვლავი", "X ფაქტორი", "მაგთიფანი", "ახალი ხმა"- ბექ-ვოკალისტი
2016 წლიდან ჯაზსეპტეტის - Z7 წევრი

გური პასიკაშვილი
კონკურსი "ეარი" - გამარჯვებული
2011/2013 - რუსთავის კულტურის ცენტრი - საკონცერტო ხმის რეჟისორი და ჯაზბენდის ვოკალისტი
2013 - ტელეკომპანია "მაესტროს", მუსიკალური რეალითი ტელეპროექტის "მაგთიფანის" მონაწილე; ამავე პროექტში - ბექ-ვოკალისტი
2014 - ტელეკომპანია "იმედი", პრექტი "ორი ვარსკვლავი" - ბექ-ვოკალისტი
2016 - ეთნოჯაზ ჯგუფის - Z7 წევრი

საქართველოს დელეგაცია კიევში 29 აპრილს გაემგზავრება. თამარა გაჩეჩილაძე პირველ რეპეტიციას 30 აპრილს გაივლის, რის შემდეგაც ჟურნალისტებს შეხვდება. გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.