
საბავშვო ევროვიზიისთვის მზადების ფარგლებში, ტურიზმის ადმინისტრაცია ბაზრის კვლევას ატარებს
საბავშვო ევროვიზიის თბილისში ჩასატარებლად მზადება დაწყებულია. მე-15 საიუბილეო კონკურსი 26 ნოემბერს თბილისში გაიმართება.
ტურიზმის ადმინისტრაცია სარეკლამო კომპანიებისთვის, დამოუკიდებელი დიზაინერებისთვის ატარებს ბაზრის კვლევას, სადაც ევროფესტივალის - კონცეფციის, სლოგანისა და ლოგოს შემუშავების სავარაუდო ღირებულებას და ვადებს დაადგენს.
შესაბამისი გამოცდილებისა და მონაწილეობის სურვილის მქონე პირებს შეუძლიათ გააგზავნონ საკუთარი კონცეფცია არაუგვიანეს 3 აპრილისა.