EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზიის კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა რუს მონაწილე იულია სამოილოვას დისტანციურად სიმღერა შესთავაზა

ევროვიზიის კონკურსის  საორგანიზაციო კომიტეტმა რუს მონაწილეს, იულია სამოილოვას დისტანციურად სიმღერა შესთავაზა. 

იმ შემთხვევაში, თუ რუსული მხარე შეთავაზებას მიიღებს, სამოილოვა ევროვიზიის ისტორიაში პირველი კონკურსანტი იქნება, ვინც სცენაზე არ იმღერებს. 

რუს მომღერალს უკრაინამ ქვეყნის ტერიტორიაზე 3 წლით აუკრძალა შესვლა. სამოილოვა ანექსირებულ ყირიმში კონცერტებს ატარებდა და ყირიმს რუსეთის შემადგენელ ნაწილად მოიხსენიებდა.