EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

თამარა გაჩეჩილაძე პრომო ტურს აპრილში გამართავს

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი, თამარა გაჩეჩილაძე პრომო ტურში აპრილის დასაწყისში გაემგზავრება.

პრომო ტურის ფარგლებში, მომღერალი ისრაელში ევროვიზიისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ ამსტერდამს ესტუმრება და სხვა კონკურსანტებთან ერთად, ევროვიზიის წვეულებაზე წარდგება. 16 აპრილს თამარა გაჩეჩილაძე ესპანეთს ეწვევა. ის მადრიდში, სხვა კონკურსანტებთან ერთად, კონცერტში მიიღეებს მონაწილეობას. 29 აპრილს მომღერალი ქართულ დელეგაციასთან ერთად, კიევში გაემგზავრება. 30 აპრილს ევროვიზიის სცენაზე პირველ რეპეტიციას გაივლის.

თამარა გაჩეჩილაძე 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 9 მაისს, კონცერტის პირველ ნახევარში, იმღერებს.
 
ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. ევროფესტივალში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.