EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საშა ჟან-ბაპტისტი ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის სცენოგრაფიაზე იმუშავებს

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლის, თამარა გაჩეჩილაძის სცენოგრაფიაზე ცნობილი შვედი რეჟისორი საშა ჟან-ბაპტისტი იმუშავებს. რეპეტიციებისთვის, რეჟისორი თბილისში  23 მარტს ჩამოვა და რამდენიმე დღეს დარჩება.

საშა ჟან-ბაპტისტი ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლებთან უკვე მესამე წელია თანამშრომლობს. მან 2015 წლის იმუშავა ნინა სუბლატთან, ხოლო 2016 წელს ნიკა კოჩაროვთან და ჯგუფთან Young Georgian Lolitaz.