EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის Keep the Faith ვიდეორგოლის გადაღება რამდენიმე დღეში დასრულდება

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლის, თამარა გაჩეჩილაძის სიმღერის - Keep the Faith ვიდეორგოლის გადაღება რამდენიმე დღეში დასრულდება.

კლიპში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორი თემურ კვირკველია იღებს ოცზე მეტი პერსონაჟი მონაწილეობს. კასტინგი ტიპაჟების შესარჩევად, რამდენიმე დღეს მიმდინარეობდა. ვიდეორგოლთან ერთად, საზოგადოება სიმღერის Keep the Faith ახალ არანჟირებასაც მოისმენს.

ვიდეორგოლის პრეზენტაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, უახლოეს პერიოდში გაიმართება.