საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

მარიამ მამადაშვილი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსის გამარჯვებულია


2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველო 10 წლის მარიამ მამადაშვილმა წარადგინა და გამარჯვება მოიპოვა.


საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად შეარჩია. 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსი, 15 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, გამოაცხადა. პირველ ეტაპზე, შემოსული განაცხადებიდან 10 კონკურსანტი შეირჩა. კომპეტენტური ჟიურის წევრები იყვნენ: რუსუდან ბახტაძე (ვოკალის პედაგოგი), ნატო დუმბაძე (პროდიუსერი), ზაზა ორაშვილი (რეჟისორი), ნიკა კოჩაროვი (მომღერალი), ლიზი პოპი (მომღერალი, საბავშვო ევროვიზიის მონაწილე). შიდაშესარჩევი კონკურსის დასკვნით ეტაპზე, არჩევანის გაკეთება მათ ორ კონკურსანტს - მარიამ მამადაშვილსა და 14 წლის, ლუკა კაჭარავას შორის მოუწიათ, საბოლოოდ არჩევანი მამადაშვილზე შეაჩერეს.

საკონკურსო სიმღერაზე "მზეო" მარიამ მამადაშვილთან ერთად კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ იმუშავა. 


მარიამ მამადაშვილი 4 წლიდან მღერის. სწავლობდა სტუდიაში - "ბზიკებისტუდიო", ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამუსიკო სკოლაში, ფორტეპიანოს განხრით. მონაწილეობდა  სხვადასხვა კონცერტებსა და სატელევიზიო შოუებში.

2014 წელს ათონელის თეატრში დადგმულ სპექტაკლში "ანა და მე" შეასრულა პრინცესას როლი.

2015 წლიდან მარიამ მამადაშვილი ცხოვრობს აშშ-ში და სწავლობს Tomlinson Middle School-ის VI კლასში.


2015 წლის სექტემბრიდან ჩაირიცხა მუსიკალურ სასწავლებელში Broadway Method Academy, სადაც დღემდე ეუფლება ვოკალს, ცეკვას და სამსახიობო ოსტატობას.

მარიამი მონაწილეობდა სხვადასხვა კონცერტებსა და სატელევიზიო შოუებში:





2014 წელს შეიქმნა მისი სიმღერა და ვიდეოკლიპი „პეპელა", პროექტის ავტორი გიგა კუხიანიძე.


ასევე,





2015 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველო კვარტეტმა The Virus-მა წარადგინა , სიმღერით "გაბედე"



ელენე კეჟრიშვილი
დაბადების თარიღი: 2004 წლის 6 ნოემბერი;
,,ნიუტონის თავისუფალი სკოლის" VI კლასის მოსწავლეა;
2010 წლიდან სწავლობს ,,ბზიკებისტუდიოში";
2012 წლიდან არის საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,დეოდორას" წევრი. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში, მოხუცთა თავშესაფრებისა და ბავშვთა სახლების ხშირი სტუმარია;
2013-2014 წლებში ,,მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში" სხვადასხვა კონცერტებში მონაწილეობდა;
2015 წლის 21 ივნისს მონაწილეობდა ნიჭიერ ახალგაზრდა შემსრულებელთა საქველმოქმედო კონცერტში. შემოსული თანხა გადაირიცხა 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა ფონდში. ელენემ მოინახულა სტიქიით დაზარალებული ბავშვები და
მათ თავისი ტანსაცმელი და სათამაშოები გადასცა; მღერის 3 წლიდან;
უყვარს ცურვა, ჰიპ-ჰოპი;
ოცნებობს დააფუძნოს საქველმოქმედო ფონდი.

ლიზი თავბერიძე
დაბადების თარიღი: 2003 წლის 17 ივლისი;
თბილისის N47-ე საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეა;
6 წლიდან სწავლობს ,,ბზიკებისტუდიოში";
2012 წელს, იტალიაში, მუსიკალურ ფესტივალზე ,,ტრიკოლე" პირველი ადგილი დაიმსახურა;
ჰობი: სიმღერა, ცეკვა, ხატვა, ფეხბურთი, სკეიტბორდი;
ოცნებობს გახდეს მომღერალი და მოდელი.

თაკო გაგნიძე
დაბადების თარიღი: 2004 წლის 10 ივლისი;
სკოლა ,,სადუნის" VI კლასის მოსწავლეა;
6 წლის ასაკში სამოდელო კონკურსში გაიმარჯვა და წლის ,,პრინცესა" გახდა;
2013 წლიდან სწავლობს ,,ბზიკებისტუდიოში";
2014 წლიდან ეუფლება ცეკვას ანსამბლში ,,ერულა";
ჰობი: სიმღერა, ცეკვა, ხატვა, ცურვა, ფეხბურთის თამაში.

დათა პავლიაშვილი
დაბადების თარიღი: 2004 წლის 10 ივლისი;
თბილისის საერთაშორისო სკოლის - ,,ახალი სკოლა" (New School) მოსწავლეა;
2014 წლიდან სწავლობს ,,ბზიკებისტუდიოში";
ჰობი: სიმღერა, ცურვა, ფეხბურთის თამაში.


Lizi-Pop-ი (ლიზა ჯაფარიძე), სიმღერით „Happy Day" 


2014 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს 10 წლის Lizi-Pop-ი (ლიზა ჯაფარიძე) წარადგენს. მასთან ერთად მაყურებელი იხილავს ოთხ მოცეკვავე გოგონას: ქეთი არბოლიშვილს, ნიტა ლომიძეს, სოფო და დეა დაშნიანებს. 

საბავშვო ევროფესტივალის მონაწილეები პირველი არხის საპროდიუსერო ჯგუფმა შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად შეარჩია. 

ქართველმა კონკურსანტმა მალტაში საკონკურსო სიმღერა „Happy Day" შეასრულა. 


ჯგუფი The Smile Shop , სიმღერით “Give me your Smile”



2013 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველო ჯგუფმა The Smile Shop წარადგინა, საკონკურსო სიმღერით “Give me your Smile” და მეხუთე ადგილი დაიკავა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კონკურსზე საქართველო სექსტეტით წარდგა. შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა საბავშვო ევროვიზიისთვის ოთხი გოგონა და ორი ბიჭი 22 კონკურსანტ ბავშვს შორის შეარჩია.

ჯგუფში ყველაზე პატარა წევრი 10 წლის მარიამ შავლაძეა, რომელიც სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში მონაწილეობდა, მათ შორის „ანა ბანა-ში“.

11 წლის არიან მარიამ სამუშია და თამთა დიასამიძე. ორივეს აქვს კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება. თამთა მღერის ანსამბლ „პატარა ქართველებში“, რომლის ხელმძღვანელი მეკო ქავთარაძეა.

12 წლის ანა კვანტალიანი მაყურებელმა პირველად სწორედ საბავშვო ევროვიზიაზე შეაფასა.

13 წლის საბა ჩაჩუა არის ვოკალური ანსამბლის "იმედი" სოლისტი. 2006 წელს მოსკოვში ფესტივალზე "утренняя звезда" I ადგილის მფლობელი გახდა. იმავე წელს მოსკოვში ფესტივალზე "мир детства" გრან-პრი მოიპოვა. 2007 წელს პროექტ "ანა-ბანა-ს" სახე და ფავორიტი გახდა. 2011 წელს ანაკლიაში, ფესტივალზე "Golden shell" აიღო III საპრიზო ადგილი, ხოლო 2012 წელს ყაზახეთში, ქალაქ ალმა-ათაში გამართულ ევრაზიის საბავშვო ფესტივალზე "Almaly" აიღო გრან-პრი და მოიპოვა რამდენიმე ქვეყნის საბავშვო ფესტივალის საგზური.

ჯგუფის მეექვსე წევრი 14 წლის ლუკა გოგიბერიძეა, რომელიც უკრავს გიტარაზე, მონაწილეობდა პროექტში "ახალი საბავშვო ხმა".

ბავშვებთან ერთად პროდიუსერი გიგა კუხიანიძე მუშაობდა.


The FunKids , სიმღერით “Funky Lemonade“



2012 წლის საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის კასტინგის შედეგად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა სამი გოგონა და ერთი ბიჭი შეარჩია და ჯგუფში The FunKids გააერთიანა.

ქეთი სამხარაძე -13 წლის. დაიბადა ქალაქ ბორჯომში. ის ანსამბლის "პატარა ქართველები" წევრია. 2010 წელს პროექტში "ანა-ბანა" პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ასევე, პირველი ადგილი მოიპოვა იტალიაში გამართულ საგუნდო მუსიკის ფესტივალში.
2011 წელს გოგი დოლიძის ფესტივალის ლაურეატის წოდება დაიმსახურა.
2011 წელს საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში მეორე ადგილი დაიმსახურა.

ნინი დაშნიანი - 11 წლის. დაიბადა ქალაქ ბრიუსელში. სწავლობს 52-ე საჯარო სკოლაში. ის მე-7 მუსიკალური სასწავლებლის წარმატებული სტიპენდიატია. მონაწილეობდა მიუზიკლში "ოლივერი".

ლუკა ყარმაზანაშვილი
- 12 წლის. ის მუსიკალურ კონკურსზე "ვარსკვლავები 2008" პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მონაწილეობდა პროექტში "ნიჭიერი". ანიმაციურ ფილმში "სკუპი" მთავარ გმირს ახმოვანებს.

ელენე არაჩაშვილი - 10 წლის. სწავლობს დამოუკიდებელ საერო გიმნაზიაში "შავნაბადა" და "ბზიკების სტუდიაში". უკრავს ფორტეპიანოზე.

ჯგუფმა The FunKids, სიმღერით “Funky Lemonade“ 2012 წლის საბავშვო ევროფესტივალზე მეორე ადგილი დაიმსახურა.

ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music 


ჯგუფ Candy-ის წევრები არიან: მარიამ ღვალაძე, ირა კოვანენკო, ირინა ხეჩანოვი, გვანცა სანებლიძე და ანა ხანჩალიანი.

რიგით მეცხრე საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Candy გახდა,საკონკურსო სიმღერით Candy Music.

2011 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ერევანში, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში ჩატარდა და მას სომხეთის მაუწყებელმა უმასპინძლა. საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის ფინალისტი 2011 წელს მეორედ გახდა. 2008 წელს კვიპროსზე გამარჯვება ჯგუფმა "ბზიკებმა" მოიპოვა. 

გამარჯვებული

მარიამ კახელიშვილი, სიმღერით „მარი დარი“

თბილისის "ივენთ ჰოლში" საბავშვო ევროვიზიის ეროვნული ტურის ფინალური კონკურსი გაიმართა. მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საბავშვო ევროვიზიის ეროვნული ფინალის გამარჯვებულად 14 წლის  მარიამ კახელიშვილი დასახელდა.

მარიამი სიმღერით "მარი დარი", რომელიც მისთვის სპეციალურად გიგა კუხიანიძემ შექმნა, 20 ნოემბერს მინსკში, საბავშვო ევროვიზიის კონკურსში გამოვიდა.

გამარჯვებული

ჯგუფი Princesses, სიმღერით „ლურჯი ფრინველი"


2009 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, უკრაინაში, საქართველოს ჯგუფი Princesses წარადგენს. შიდაშესარჩევი კონკურსი უკვე გაიმართა. კონცერტში 10 მუსიკალური ჯგუფი მონაწილეობდა. 

ეროვნული ფინალის კონკურსანტები მაყურებლის წინაშე შემდეგი თანმიმდევრობით წარდგნენ: 

1. ჯგუფი “სამი მარი” 

2. როკ ჯგუფი “შატალო” 

3. ჯგუფი “ხმა საქართველოდან” 

4. ჯგუფი “ძმები გურულები” 

5. ლინდა 

6. ჯგუფი “ფოლკი” 

7. ჯორჯაძეების ოჯახი 

8. ჯგუფი “ბიბიდი-ბაბიდი” 

9. დუეტი ნინი-მარი 

10. ჯგუფი Princesses

ჯგუფი Princesses 7-კაციანმა კომპეტენტურმა ჟიურიმ და მაყურებელმა ერთობლივად გამოავლინეს.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მეშვიდე სიმღერის კონკურსი კიევში 2009 წლის 21 ნოემბერს ჩატარდება და მასში 13 ქვეყნიდან შერჩეული კონკურსანტები მიიღებენ მონაწილეობას. 

გამარჯვებული
ჯგუფი „ბზიკები", სიმღერით „ბზზ..."


ჯგუფის წევრები არიან გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი, მარიამ კიკუაშვილი. ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე ორი მარიამი და გიორგი ცალ-ცალკე მოვიდნენ, მაგრამ ჟიურიმ ისინი ერთ ჯგუფად გააერთიანა.

„ბზიკებმა“ შიდაშესარჩევი ტური თბილისში დიდი უპირატესობით მოიგეს.

„ბზიკების“ სიმღერამ „ბზზ..." თავისი ორიგინალურობით გაამართლა. 2008 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმრერის კონკურსზე, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში,  ჯგუფმა გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვებული

მარი რომელაშვილი, სიმღერით "ოდელია რანუნი"



მარიამ რომელაშვილი 1994 წლის 8 ივნისს ქ. გორში დაიბადა. მისი მშობლები სამაჩაბლოდან დევნილები (ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონა) არიან. მარიამი გორის მე-2 საჯარო სკოლაში სწავლობს. 6 წლის ასაკში მღეროდა ანსამბლში „აი ია“. დაამთავრა თანამედროვე ცეკვების ოთხწლედი.

მარიამი მონაწილეობდა კონკურსებში: „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს”, „ხავერდოვანი ბათუმი”, “ოქროს დელფინი”, “ოქროს თევზი”, “მელოდია 2007”, “ჩემი ლამაზი ქვეყანა” და სხვ.

შიდაშესარჩევი კონკურსის მონაწილეები:

ოთიკო ანდრიაძე - ”რია-რია”
ლინდა თურქოშვილი - ”ჩემი ვარსკვლავი”
ილია ყარმაზანაშვილი - ”საქმე და როკენროლი”
ანა ღიბრაძე - ”გავფრინდები”
მარი ჯომარდიძე - ”დედამიწა”
ტრიო ნინი, მარი, ქეთი - ”ო, ქოუ”
ბექა ჩოხარაძე - ”ტარამტამ”
ია ორჯონიკიძე - ”პეპლების როკი”
შოთიკო ტატიშვილი - ”ჩემი სიმღერა”
ანი სირაძე - ”ფერადი სიზმარი”
ანეტი მიქელაძე - ”გაიღიმეთ ყველამ”